ალექსი პეტრიაშვილმა მესტიაში „ევროპის ხეივანი“ გახსნა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მესტიის შესასვლელში „ევროპის ხეივანი“ გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ხეივანი შემოდგომაზე გაშენდება და სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული გმირის მუხრან შუკვანის ქუჩის დასაწყისში, მესტიის შესასვლელში შეეგებება. „ევროპის ხეივანი“ მესტიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიხსნა.