შსს ახალ პროექტს – „ემეგობრე პოლიციას“ იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი

საქართველოს მასშტაბით, იწყებს ახალ პროექტს – „ემეგობრე პოლიციას”. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებმა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის დილის ეთერში გააჟღერეს.

მათი თქმით, კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს გაიმართება.

ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნება საპოლიციო დანაყოფების ტექნიკის გამოფენა და ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები. პარალელურად, კამპანიის ფარგლებში, სკოლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, რომლის მიზანია მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები