გია ვოლსკი: წერილი, რომელსაც საიდუმლო გრიფი მიეწერა, არ არის რაიმე საიდუმლო ინფორმაციის შემცველი
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტსა და მთავარ პროკურატურას შორის არსებულ მიმოწერას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების ხმაური უფრო მაღალია, ვიდრე თვითონ თემა.
„მე მგონი, ისეთი არაფერი არ არის, ხმაური უფრო მაღალია, ვიდრე თვითონ თემა. წერილი, რომელსაც მიეწერა საიდუმლო გრიფი, თავად არ არის რაიმე საიდუმლო ინფორმაციის შემცველი. თუ მოხდა კიდევაც, რაშიც ეჭვი მეპარება, რაღაცა ტექნიკური შეცდომა, არ წარმოადგენს ისეთს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, „რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის“. მარგველაშვილის განცხადებას პროკურატურასა და შსს-ში უპასუხეს, სადაც განმარტავენ, რომ პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა.