გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 108-ე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული და მის გარშემო შედგა საგნობრივი და ღრმა დისკუსია.
შედგა დისკუსია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გარშემო, რასთან დაკავშირებითაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ადგილზე წარმოდგენილი სტანდარტული პოლიციის საგუშაგო, რომლის დანიშნულებაც უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა, ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. დისკუსია შედგა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში, როგორც სასმელი, ისე სემელორაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი და უკანონო ქმედება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 10 ნოემბერს ჩაინიშნა.