სარჯველაძე – გოგაშვილზე: ცდილობს, ავანტიურული გეგმებითა და მახეებით მოიპოვოს რაღაც პრივილეგიები სისხლის სამართლის პროცესში

გოგაშვილის ხელში, ფაქტია, რომ არაფერია სიმართლის მაგვარი, ამიტომ ცდილობს ახლა, რაღაც ავანტიურული გეგმებითა და მახეებით მოიპოვოს რაღაც პრივილეგიები სისხლის სამართლის პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ავანტიურული გეგმებით ცდილობს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას.

„გოგაშვილი რაღაც ავანტიურებზე მიდის, რომ რამე შეძლოს და ბინძური მეთოდებით დაიხსნას თავი პასუხისმგებლობისგან. ეს არის და ეს, სხვა მეტი ახსნა ამას არ სჭირდება. კი, პრიმიტიული, მაგრამ ლოგიკურია ეს ყველაფერი და სხვა ახსნა არ სჭირდება. ამ კაცის ხელში ფაქტია, რომ არაფერია სიმართლის მაგვარი, ამიტომ, ცდილობს, ახლა რაღაც ავანტიურისტული გეგმები დასახოს, მახეები დააგოს და ამ გზით შეეცადოს მოიპოვოს რაღაც პრივილეგიები სისხლის სამართლის პროცესში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები