გორში იაკობ ჯუღაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. იაკობ ჯუღაშვილის ქუჩაზე, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები. ქუჩის სიგრძე 450 მეტრია.

სამუშაოებს დასრულების შემდეგ, ქუჩაზე გადაადგილებისას მძღოლებსა და ქვეითებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები