ზურაბ აზარაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებმა, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, იყო ბრალდებებიც, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება “ნაცმოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის გამოსვლას მოჰყვა – ერთმანეთს კირკიტაძე და ბეჟან წაქაძე დაუპირისპირდნენ. მიზეზი პოლიტიკური ბრალდებები გახდა.

გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა რომან გოცირიძესა და დავით მათიკაშვილს შორის, თემა “ქართული ოცნებიდან” დეპუტატების წასვლას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები