თეთრიწყაროს მერი „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”- საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”- საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
15 საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც ერთ-ერთია, რომელიც პროექტის – ,,მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ითანამშრომლებს ევროპის საბჭოსთან.
კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ევროსაბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჩართულობის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსის ფარგლებში შერჩეულმა 15 სამიზნე მუნიციპალიტეტის მერმა, თეთრიწყაროს მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად, ევროპის საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები