მდინარაძე – გოცირიძეს: ერთი კვირაა, საუბრობთ, ე.წ. ოთხეული გადასვით მარცხენა მხარესო – 75 ადგილზე 84 წევრი როგორ დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს – სხვა, საღამოს – სხვა

ბატონო რომან, ერთი კვირაა, საუბრობთ – უმრავლესობის წევრები თუ არიან [ე.წ. ოთხეული], გადასვით მარცხენა მხარესო – 75 ადგილზე 84 წევრი როგორ დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს სხვა, საღამოს სხვა, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. ოთხეულს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხარეს ჯდომა უნდა აუკრძალონ.

მდინარაძის თქმით, დარბაზის მარცხენა მხარეს სულ 75 ადგილია, სადაც უმრავლესობის წევრი 84 დეპუტატი არ ეტევა.

„ალბათ იცით, მაგრამ შეგატყობინებთ და უკაცრავად, თუ ამას ირონიად მიიღებთ – 75 ადგილია მარცხნივ, მარჯვენა მხარესაც არის 75, სულ 150. უმრავლესობაში არის 84 წევრი. რანაირად გავაკეთოთ – მარცხენა მხარეს 75 ადგილზე 84 წევრი როგორ დავატიოთ? კუპონი ხომ არაა, დილით სხვა იყოს, შუადღეს სხვა, საღამოს – სხვა, რა გავაკეთოთ? 75 ადგილზე როგორ დავსვათ 84 კაცი, ერთი კვირაა, ამით სპეკულირებთ. დაჟინებით იმეორებთ, მარცხნივ გადასვითო – არ ეტევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები