ჭიათურაში ზურაბ წერეთლის სახელობის სტადიონი გაიხსნა

ჭიათურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი შეემატა. ტოლსტოის ქუჩაზე, ყოფილი მე-10 სკოლის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე ტიპის სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ახლად აშენებულ სტადიონს ცნობილი ჭიათურელი ფეხბურთელის, თბილისის „დინამოსა”და ტაშკენტის „ფახთაქორის” მოთამაშის, ზურაბ წერეთლის სახელი მიენიჭა.

საზეიმო ღონისძიებას და სტადიონის გახსნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე,მოადგილე დავით ბიწაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი მამუკა კვარაცხელია, ზურაბ წერეთლის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,დღეს გავხსენით ახალი სპორტული მოედანი,რომელსაც ცნობილი ფეხბურთელის ზურაბ წერეთლის სახელი მივანიჭეთ.
ეს ტერიტორია წლების განმავლობაში ნანგრევებად იყო ქცეული და ახალი სიცოცხლე შეიძინა.
ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში ჭიათურაში ოთხი ახალი მინისტადიონი აშენდა, ხოლო ექვს სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდა“, – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

„ძალზედ სასიხარულო დღეა ჩემი ოჯახისთვის. დიდი მადლობა მამაჩემის,ზურაბ წერეთლის დაფასებისა და პატივდებისათვის. მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი მოედანი შეემატა ჭიათურას. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი,დიდი თუ პატარა სტადიონი, ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და ამ სტადიონზე აუცილებლად გაიზრდებიან მომავალი ფეხბურთელები “, – განაცხადა ანა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები