საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები