გენერალურ პროკურატურაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც 25-29 სექტემბერს თბილისში გაიმართება, საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის საორგანიზაციო ჯგუფს შორის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.

გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ შეხვედრას, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ჰან მორაალი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იანა ჰოლსტ ჰუბნერი, საქართველოს პროკურატურის და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ოთხდღიანი კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში გასამართი სესიების და ვორქშოფების თემებს.

თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას, 60 ქვეყნის 300 პროკურორი, ასევე გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. საქართველოს პროკურატურა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAP) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები