საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა.

აღნიშნული უფლება ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან მიიღო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრს, დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.

2020-2021 წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ძირითადი დატვირთვა ქოლ-ცენტრებსა და მომსახურების ცენტრებზე განხორციელდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და უმოკლეს დროში მოახერხა ახალ გარემოებებთან ადაპტირება.

“112”-ის მიზანია სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი რესურსის გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით. პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც სახელმწიფო სექტორის უწყებებს და კერძო კომპანიებს, ასევე, უშუალოდ ქოლ-ცენტრებში დასაქმების მსურველ კერძო პირებს. ტრენინგის დასრულების შემდგომ, მსმენელებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ. პროგრამას განახორციელებენ „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები. „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს შეიქმნა და დღემდე 8000-მდე პირი გადამზადდა, მათ შორის მომიჯნავე სამსახურების წარმომადგენლები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები