ეკა ბესელია უკრაინელი ბავშვების ჩამოყვანის იდეას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “ნაციონალური მოძრაობის” იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული ბავშვების საქართველოში დროებით ჩამოყვანა უნდა მოხდეს.

“ბავშვების თემა ზოგადად და ჰუმანიტარული ტიპის აქციების განხორციელება, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დემაგოგიის ან პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ეს ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი ასეთი შინაარსისგან. მესმის ძალიან კარგად, როცა ნაციონალური მოძრაობა ამ ტიპის თემებზე აკეთებს აქცენტს. ამაში გულწრფელობა კი არ არის, არამედ წმინდა პოლიტიკური ხასიათის კონტექსტია, თუმცა, ამის გარეშე თუ განვიხილავთ თემას, ბუნებრივია, ბავშვების მიმართ გამოჩენილი სოლიდარობა და ზოგადად ჰუმანიტარული აქციების მოწყობა, ეს არის ყოველთვის ყველაზე სასურველი და გამართლებული ფორმა, გამომდინარე შესაძლებლობიდან და სხვა თანმდევი საკითხების გადაწყვეტის ფონზე”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურა ჯაფარიძემ აღნიშნული ინიციატივით ხელისუფლებას დღეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები