მაშველები კახეთში, იყალთოს ხევში მამაკაცის ცხედარს ეძებენ

მაშველები კახეთში, იყალთოს ხევში მამაკაცის ცხედარს ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახმეტის მკვიდრი 37 წლის მამაკაცი წყალმა იმ დროს წაიღო, როდესაც ხევში საბანაოდ ჩავიდა.

წინასწარი ინფორმაციით, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ხევიდან სპეციალური ტექნიკის საშუალებით წყალს ტუმბავენ და ცხედარს ხევის ქვეშ გამავალ გვირაბში ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები