სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო სპორტული დარბაზი გაიხსნა

სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული საჭიდაო სპორტული დარბაზი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 17 წლის წინ დაარსებულ სპორტულ ცენტრს ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი სარემონტო სამუშაოები პირველად  ჩაუტარდა. გამოიცვალა კარ-ფანჯარები, მოწესრიგდა სველი წერტილები და გათბობის სისტემა, დაიგო ახალი ტატამი, რაც 80-მდე ახალი თაობის მოჭიდავისთვის დიდი სტიმულია.

დარბაზი საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

„მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება. ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში შევძელით ამ დარბაზის რეაბილიტაცია, რაც სპორტის ამ სახეობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს კომფორტულ გარემოს შეუქმნის. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი პროექტია სამტრედიაში დაგეგმილი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები