დავით უსუფაშვილი სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

????????????????????????????????????

პოლიტიკური ჯგუფის – „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სომხეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს შეეხნენ. ელჩმა პარლამენტის წევრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
„განახლებული შეიარაღებული კონფლიქტებით პრობლემები არ გვარდება. ტერიტორიულ მთლიანობას საქართველო ყოველთვის სცემდა პატივს, ამასთანავე, ყველა ქვეყანას მოუწოდებს დაიცვას საზღვრების ურღვეობის და სუვერენიტეტის პრინციპები. ვუსურვებ ჩვენს მეზობელ ორივე ქვეყანას და ორივე ერს, რომ არსებული პრობლემები მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები