გია ვოლსკი: ეკა გიგაურის განცხადება არის უტიფარი, უსაფუძვლო და, რასაკვირველია, არის პოლიტიკური

ეს ექსპერტი, რა თქმა უნდა, უნდა აანალიზებდეს სიტუაციას და ზუსტად უნდა მიუთითებდეს იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც ხელისუფლებას აქვს. ეს არის მათი ამოცანა და არა – პოლიტიკურ მიტინგებზე გამოსვლები და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “გამჭვირვალობა საქართველოსთვის” დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას.

დეპუტატის თქმით, ეს განცხადება უტიფარი, უსაფუძვლო და პოლიტიკურია.

“ეკა გიგაურის განცხადება არის უტიფარი, უსაფუძვლო და, რასაკვირველია, არის პოლიტიკური, რომელსაც სერიოზული კომენტარი სჭირდება. ეს ექსპერტი, რა თქმა უნდა, უნდა აანალიზებდეს სიტუაციას და ზუსტად უნდა მიუთითებდეს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. ეს არის მათი ამოცანა და არა – პოლიტიკურ მიტინგებზე გამოსვლები და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება, თუნდაც ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც კომპეტენცია აშკარად აკლია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიგაური აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა სიღარიბეში ამყოფოს, რადგან როცა ადამიანები არიან ღარიბები, მათი მანიპულაცია არჩევნების დროს ძალიან მარტივია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები