ნინო წილოსანი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

“მაქვს პატივი, თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული.
ჯგუფის წევრობა საშუალებას მაძლევს, წარმოვადგინო საქართველოს პარლამენტი, როგორც მრჩეველმა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღო თანასწორობის თაობის ინიციატივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ბუნებრივია, ეს ყოველივე უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს.

განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოც შეუერთდა თანასწორობის თაობის ფორუმს და გლობალური მობილიზაციის ფარგლებში აიღო სახელმწიფო ვალდებულებები ორი თემატური მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ინოვაცია, ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის”, – წერს წილოსანი “ფეისბუქზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები