ონში შეუბნის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა სოფელ შეუბნის საჯარო სკოლის დასრულებული სარემონტო სამუშაოები მოინახულა.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ჩაისვა მეტალპლასტმასის ფანჯრები, მოეწყო ახალი იატაკის საფარი, გარემონტდა სველი წერტილები, გაილესა და შეიღება შიდა კედლები მაღალი ხარისხის საღებავით. ასევე, მოეწყო ფასადის სახურავი (ორი მხრიდან) და შეიღება დამცავი მასალით.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სახელშეკრულებო თანხამ – 48 351 ლარი შეადგინა, ხოლო სამუშაოები შპს “ლოდი 2022”-მა შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები