პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 86 ხმით, მხარი დაუჭირა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის განმარტებით, კანონპროექტი უცხოური ენის გამოცდასა და შესაბამის სერტიფიკატს ეხება.

„კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება საგნის შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა”, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები