„საქართველოს კარიტასი” შინმოვლის სერვისებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი” შინმოვლის სერვისებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს.

პროექტის მიზანია, მოვლაზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პროექტის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები და შშმ პირები არიან.

“ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა, მათი პერსონალური მოვლა, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება, ადვოკატირება – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის გორის ორგანიზაცია პროექტის მოსარგებლეებისათვის ახორციელებს.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს”, – აცხადებენ გორის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები