საჩხერეში, სოფელ მოძვის გზაზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მოძვში საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება გრძელდება. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, პირველმა მოადგილემ კობა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ მოინახულეს.

,,მოძვი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია. აღნიშნულ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მიმდინარე წელს დავიწყეთ ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია. ამ დროისათვის სამუშაოების ნახევარი თითქმის შესრულებულია. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელს ექნება მოწესრიგებული საუბნო გზა, რაც მათ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

პროექტი გარდამავალია. დაფინანსების წყარო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები