მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში – 2022

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 24.სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები: ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, ასევე – საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, მევიოლინეები: სტელა ჩენი, ტიმოთი ჩოი და ანდრეი ბარანოვი, ჩელისტები ალექსანდრ რუდინი, ალექსეი შადრინი და ალექსანდრ რამი.
საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.

პროგრამა:
24 სექტემბერი, 19:00 სთ.
თელავის დრამატული თეატრის დარბაზი.
ფესტივალის გახსნა.
საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი.
სოლისტები – დანგ ტაი შონი, სტელა ჩენი.
პროგრამა:
ბრამსი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 77 რე მაჟორი;
შოპენი – კონცერტი №2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის თხზ. 21 ფა მინორი.

25 სექტემბერი, 19:00 სთ.
თელავის დრამატული თეატრის დარბაზი.
ინსტრუმენტული კონცერტების საღამო.
საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი.
სოლისტები – ტიმოთი ჩოი, ალექსეი შადრინი.
პროგრამა:
ბეთჰოვენი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის თხზ. 61 რე მაჟორი;
დვორჟაკი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის თხზ.104 სი მინორი.

29 სექტემბერი, 19:00 სთ.
თელავის დრამატული თეატრის დარბაზი.
კამერული მუსიკის კონცერტი.
ელისო ვირსალაძე, ანდრეი ბარანოვი, ალექსანდრ რუდინი,
პროგრამა:
მოცარტი – საფორტეპიანო ტრიო სოლ მაჟორი K.V. 564;
ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო ტრიო ლა მინორი თხზ. 50.

1 ოქტომბერი, 19:00 სთ.
თელავის დრამატული თეატრის დარბაზი.
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი.
საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი
სოლისტები: ელისო ვირსალაძე, ალექსანდრ რამი
პროგრამა:
დვორჟაკი – სიმფონია № 7 რე მინორი თხზ. 70;  შუმანი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის თხზ. 129 ლა მინორი; შოპენი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №1 თხზ. 11 მი მინორი.

24 სექტემბერს, ფესტივალის გახსნის დღეს, სცენაზე გამოვლენ: დანგ ტაი შონი და სტელა ჩენი.

დანგ ტაი შონი:
ჩვენი დროის გამორჩეული მუსიკოსი, ვიეტნამური წარმოშობის კანადელი პიანისტი, ვარშავის შოპენის სახელობის პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი. მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შოპენს და სწორედ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტით წარდგება მსმენელის წინაშე.
სტელა ჩენი
ამერიკელი მევიოლინე სტელა ჩენი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა, როდესაც ის დედოფალ ელისაბედის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრიზის მფლობელი გახდა.
მას შემდეგ იგი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა.
კარნეგი ჰოლში, ვენის საკონცერტო დარბაზსა და ბერლინის ფილარმონიაში გამოსვლის შემდეგ წელს იგი თელავის ფესტივალის მსმენელისთვის დაუკრავს.
საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი
ფესტივალს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები