კობახიძე – ოპოზიციაზე: ისეთ აბსურდში შევიდნენ მთლიანად, რომ უკვე თვითონ უჭირთ აქედან გამოსვლა

ისეთ აბსურდში შევიდნენ მთლიანად პროცესს ვგულისხმობ, რომ უკვე თვითონ უჭირთ აქედან გამოსვლა. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მაგალითია. თქვეს, რომ დააინიცირებდნენ კანონს და ახლა თქვეს, რომ აღარ აინიცირებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად აბსურდულ ნაბიჯებს დგამს.

​„ისეთ აბსურდში შევიდნენ, მთლიანად პროცესს ვგულისხმობ, რომ უკვე თვითონ უჭირთ აქედან გამოსვლა. დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი მაგალითია. თქვეს, რომ დააინიცირებდნენ კანონს და ახლა თქვეს, რომ აღარ აინიცირებენ.

რაც შეეხება სხვა თემებს, როგორც ვხედავთ, ინიციატივები პრაქტიკულად შემუშავებული არ აქვთ. ეს არის იმ ყველაფრის შედეგი, რასაც ზოგადად ოპოზიციაში ვხედავთ. ისინი მუდმივად აბსურდულ ნაბიჯებს დგამენ და ეს ნაბიჯიც იყო აბსურდული. რა თქმა უნდა, არავითარი მხარდაჭერა ამ ნაბიჯებს არ აქვს და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება ვერავითარი მხარდაჭერა.

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, საპარლამენტო ფორმატში შექმნილია სამუშაო ჯგუფები. იქ მომზადდა და მზადება კანონპროექტები და, რა თქმა უნდა, პარლამენტი სათანადო წესით განიხილავს ამ კანონპროექტებს“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები