ირაკლი კობახიძე: ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც მომზადდა სამუშაო ჯგუფის მიერ, ეფუძნება ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციებს. იყო 19 ძირითადი რეკომენდაცია და სწორედ ამ რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა კანონპროექტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული წესით ხმის მიცემასა და ელექტრონულ რეგისტრაციაზე გადასვლა.

„ეს დაინერგება საქართველოს მასშტაბით და მოიცავს ამომრჩეველთა მინიმუმ 70%-ს და შეიძლება, იყოს 90% ან მეტი. ანუ ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავს ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და რაც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას – მოხსნის უამრავ საკითხს, რაც იდგა დღის წესრიგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად დამტკიცდება პარლამენტის მიერ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები