ორთაჭალის ციხეში პატიმრები შიმშილობენ
ორთაჭალის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობს. საქმეების გადახედვის მოთხოვნით პატიმრები უკვე მე-7-ე დღეა შიმშილობენ.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, მოშიმშილე პატიმრები სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის ყოველდღიური შემოწმება ხდება. მათივე ცნობით, საქმეების გადახედვა, უწყების კომპეტენციას აღემატება.