შალვა პაპუაშვილი – რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შესაძლო კოალიციაზე: ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი ყოველთვის გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ოპოზიციის მხრიდან თვალის ახვევის და ფასადი შექმნის კიდევ ერთი ნაბიჯია.

„საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. ამ პარტიის ლიდერები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა. სინამდვილეში არის ერთი მთლიანი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი ყოველთვის გამოსდით „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი ახალი არ არის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადი შექმნის. ეს გუნდი ყოველთვის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები