თბილისის მერიის ინიციატივით, 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ბაკურიანსა და წაღვერში ბანაკებში ისვენებენ

თბილისის მერიის ინიციატივით, 10-დან 15 წლამდე ასაკის, თბილისში რეგისტრირებული ბავშვები ბაკურიანსა და წაღვერში საზაფხულო, კულტურულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებში ისვენებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად 3000 ბავშვი ისარგებლებს. შერჩევისას პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს მიენიჭათ.

ბანაკში ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. საზაფხულო ბანაკის პროგრამა სექტემბრის დასაწყისში დასრულდება. 
მერიის საზაფხულო ბანაკში დასასვენებლად წამსველელი ბავშვები დღეს თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და რაიონის გამგებლებმა გააცილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები