ანაკლიის ცენტრში დღეს ახალი მუნიციპალური ბაზარი გაიხსნება

დღეს ანაკლიის ცენტრში ახალი მუნიციპალური ბაზარი გაიხსნება. გარდა ამისა, 4 წლის განმავლობაში, ანაკლიიის ზოლში 100-120 მცირე ზომის კერძო სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.
აღნიშნულ ინფორმაციას “რესპუბლიკა კაზანტიპის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც ისინი აცხადებენ, “რესპუბლიკა კაზანტიპისთვის” ანაკლია ერთჯერადი ლოკაციის ადგილი არ იქნება და ის ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში გეგმავს.
“ყოველწლიურად ანაკლიის სანაპიროზე ჩამოსული 10-ათასობით ტურისტი კი სწორედ ამ ახალ სასტუმროებში და კერძო სახლებში განთავსდებიან. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ უკვე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება პირდაპირპროპციულად. გარდა ამისა, თუ პროექტი მართლაც 10 და მეტი წელი გაგრძელდა, ნიკიტა მარშუნოკის ვარაუდით, კურორტის მთელ სანაპირო ზოლზე გრანდიოზული სასტუმროები აშენდება და არც საერთაშორისო აეროპორტზე საუბარი იქნება შორეული პერსპექტივა”, – ნათქვამია “რესპუბლიკა კაზანტიპის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ანაკლია 30-ათასამდე ტურისტის მისაღებად ემზადება, ანაკლიაში არსებული სამი სასტუმროთი და სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებული კარვების ქალაქით. 2500 კარვი 2-2 პირზეა გათვლილი. ყველაზე მეტი სტუმრის მიღება კი, ადგილობრივ კერძო ბიზნესმენებს საკუთარი ფართების გაქირავებით შეუძლიათ – ამ შემთხვევაში საუბარია 17 ათას ადგილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები