ბაიდენი: თუკი რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას შედეგები ექნება

თუკი რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ამას მისთვის შედეგები ექნება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

„შედეგები იქნება. ისინი მთელი მსოფლიოსგან გარიყულები იქნებიან, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე ყოფილან. მათი ქმედებების მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვეტთ თუ როგორი იქნება პასუხი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა ამერიკელ ლიდერს, თუ რას ეტყოდა ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არაკონვენციური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„არ გააკეთო ეს, არ გააკეთო, არ გააკეთო. ეს ომის იერსახეს შეცვლის, ისე როგორც არასდროს შეცვლილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასდროს უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები