უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი შესაძლოა, 1000 მოქალაქეს მიუახლოვდეს.
მისივე თქმით, ეს ბუჩაზე ორჯერ მეტია.
“რა თქმა უნდა, ყველაფერს შევამოწმებთ”, – აღნიშნა მან.
გერაშჩენკოს თქმით, იზიუმში უამრავი სახლის ნანგრევებია და მხოლოდ ერთ-ერთიდან 47 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
გუშინ იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარია დამარხული.