მიხეილ სარჯველაძე: სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა უზრუნველყოფს უპრეცედენტოდ მაღალ ჩართულობას, ინკლუზიურობას და ტრანსფარენტულობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ მაღალ ჩართულობას, ინკლუზიურობასა და ტრანსფარენტულობას უზრუნველყოფს.

“გარდა იმისა, რომ თვითონ ეს პროცედურა უზრუნველყოფს უპრეცედენტოდ მაღალ ჩართულობას, ინკლუზიურობას და ტრანსფარენტულობას, ამ ფონზე, ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ კანდიდატები მათ დაასახელონ. ჩვენი ამისგან თავს შევიკავებთ. შესაბამისად, მათი დასახელებული მინიმუმ 7 კანდიდატიდან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ავირჩიოთ საუკეთესო სახალხო დამცველი საქართველოსთვის“, – აცხადებს სარჯველაძე.

სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევა გუშინ დაიწყო. დეპუტატები აპლიკანტებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, შემდეგ კი საპარლამენტო ოპოზიცია მათგან კანდიდატებს შეარჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები