რატომ დაუპირისპირდა გიორგი კანდელაკს – მელაძე განმარტებას აკეთებს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რომელიც უმცირესობის დეპუტატს ფიზიკურად დაუპირისპირდა, განმარტებას აკეთებს. როგორც ალექსი მელაძე აცხადებს, ფიზიკური დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გინება და მერე ხელით შეხება მოხდა. დამეჯახა, გადმოვედი, დაჯახებას მოჰყვა გინება, ამას კიდევ ხელის დარტყმა. ასე დავშორდით. მოვიდა პატრული და წაგვიყვანა. ალკოტესტზე შეგვამოწმა, ახსნა-განმარტება ჩამოგვართვა და სადღაც 02:00 საათისკენ გამოგვიშვეს”, – განაცხადა მელაძემ

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს წუხელ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები