რამზან კადიროვი რუსეთის რეგიონებს თვითმობილიზებისკენ მოუწოდებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი რუსეთის რეგიონებს „თვითმობილიზებისკენ“ მოუწოდებს, – ამის შესახებ კადიროვის მიერ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

ჩეჩნეთის ლიდერი ხარკოვში სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ რუსეთის კამპანიაში ცვლილებების შესახებ ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.

კადიროვი ფიქრობს, რომ რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღებაა საჭირო.

„რუსეთი არის ფედერალური სახელმწიფო, რომელშიც რეგიონები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი წამოწყების ინიციატორები და დღეს ერთ-ერთი ასეთი წამოწყება უნდა იყოს თვითმობილიზაცია. რუსეთის თითოეული სუბიექტის ხელმძღვანელმა დღეს უნდა დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა, რომ სახელმწიფოს დაეხმაროს. მე მჯერა, რომ რეგიონის თითოეულ ლიდერს შეუძლია მოამზადოს და დააკომპლექტოს მინიმუმ ათასი მოხალისე“, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები