ალეკო ელისაშვილი: „სი-ტი პარკს“ ტყავი უნდა გავაძროთ

მომავალ კვირას კომპანია „სი-ტი პარკს“ თბილისის საკრებულოში დაიბარებენ, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება გამგებლებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრაზე მიიღეს. ამასთან, ელისაშვილის თქმით, მერიისგან იყო პრინციპული პოზიცია, რომ ქაოტურ მშენებლობასთან დაკავშირებით მერია რამდენიმე დღეში დააფიქსირებს ღია და მკაფიო პოზიციას. „ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა, ვინაიდან მერიისგან იყო პრინციპული პოზიცია, რომ ამ ქაოტურ მშენებლობასთან დაკავშირებით მერია რამდენიმე დღეში ღია და მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს. ახლად შემუშავდება განცხადება, ეს ქაოტური მშენებლობები და ბაკქანალია, რაც მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, საბურთალოზე და სხვა რაიონებშიც, ამის პრევენციისთვის გაკეთდება განცხადებები და უნდა შეჩერდეს, მოხდეს რევიზიები – სადაც ნორმალურად არის ნებართვა, ის გაგრძელდება და სადაც არა, ის შეჩერდება. იმაზეც შევთანხმდით, რომ იქითა კვირას „სი-ტი პარკის“ დაბარება მოხდება საკრებულოში და ტყავი უნდა გავაძროთ „სი-ტი პარკსაც”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები