ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას ძაბავს

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სავიგ შუსტერის გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას დაძაბავს. „იმისთვის, რომ სააკაშვილმა მოახერხოს ხელისუფლებაში დაბრუნება, ის ყველაფერზე მიდის, მათ შორის იმაზეც, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხოება ჩამოვარდეს. ეს არის გაუწონასწორებელი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. ამ განცხადებებმა შეიძლება, სავალალო შედეგები გამოიღოს ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, სააკაშვილს უკრაინაში იმაზე მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე საქართველოში და მის სიტყვებს გარკვეული ფასი აქვს“, – განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები