კობახიძე – სუს-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე: მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს პარტიული ურთიერთობა და ამ პრინციპს ვიცავთ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლებთან პარტიული ურთიერთობა მაქსიმალურადაა შეზღუდული და ამ წესს მმართველ პარტიაში იცავენ.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – თუ ჰქონდათ პარტიაში შეხვედრა სუსის წარმომადგენელთან რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე წინასაარჩევნოდ ან სხვა პერიოდში.

„ჩვენ მაქსიმალურად შეზღუდული გვაქვს პარტიული ურთიერთობა და ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ. თუმცა, მე, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, წარსულშიც და ახლაც, ბუნებრივია, ვაგრძელებ კომუნიკაციას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოებას. ეს არის სრულიად ჯანსაღი მოვლენა. რაც შეეხება პარტიულ კომუნიკაციას ბუნებრივია, ეს მაქსიმალურად არის შეზღუდული“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები