საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი საშაურმეებით დაინტერესდება

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, იგი საშაურმეებით, უკანონო ნებართვებით და მის რაიონში არსებული სხვა საკითხებით დაინტერესდება. “დიდი პრობლემაა უკანონო მშენებლობები და გაცემული ნებართვები – საშაურმეები ტროტუარებზე, გაყიდული ტროტუარები და თითქმის ჩაკეტილი გზები და ა.შ. მე ვაპირებ, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მოვინახულო ეს ადგილები და პირადად გავეცნო პრობლემებს”, – განუცხადა ბექა მიქაუტაძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები