კობახიძე: სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ

იყო სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩავაბარეთ წარსულს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოსმენების შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? აბსურდული განცხადებებია და გვიწევს კომენტარების გაკეთება. იყო სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩავაბარეთ წარსულს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე, როდესაც იყო დანერგილი ეს უმძიმესი პრაქტიკა, მაშინ ადამიანებს არამხოლოდ უსმენდნენ, ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება იმიტომ, რომ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. როდესაც ვიღაცები ავლებენ პარალელებს, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. როცა ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია – ეს გასაგებია. როცა ამას უერთდება პრეზიდენტი – მას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები