კობახიძე: პარლამენტში სამი რადიკალური პარტიაა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

პარლამენტში სამი რადიკალური პარტიაა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი პრინციპულად არიან გამიჯნულები იმ სამუშაო პროცესისგან, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამივე პარტია პირდაპირაა დაინტერესებული საბოტაჟით.

„პარლამენტში სამი რადიკალური პარტიაა – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი პრინციპულად არიან გამიჯნულები იმ სამუშაო პროცესისგან, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. არ ვიცით, რამდენი განცხადება დასჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩაერთონ, თუმცა, დღეს აშკარაა, რომ ეს სამი პოლიტიკური პარტია პირდაპირაა დაინტერესებული საბოტაჟითა და იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს“, – ამბობს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები