კობახიძე – ომბუდსმენის შერჩევაზე: ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანი 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟია

ვინც ამ პროცესსა და პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია, როგორმე, საბოტაჟი განახორციელოს 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ, – ასე აფასებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, არ ჩაერთონ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესში.

“გვექნება თანამშრომლობა შესაბამის საპარლამენტო პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სწორედ ისინი შეარჩევენ კანდიდატურებს. ქულებით შეფასდება ყველა კანდიდატი, რომელიც ღია შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ მხოლოდ ოპოზიციური პარტიები დაასახელებენ კანდიდატებს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება ამ საქმეში უმრავლესობა. ვინც ამ პროცესსა და პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია, როგორმე საბოტაჟი განახორციელოს 12 პუნქტის შესრულების პროცესის მიმართ. ეს არის ერთადერთი ახსნა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ემიჯნებიან ამ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე პროცედურასაც კი“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები