კობახიძე – ღარიბაშვილის შესაძლო შეცვლაზე: გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს

გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების შეკითხვას – გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლას.

მისი თქმით, მსგავსი ჭორების გავრცელება ოპოზიციის სისუსტის გამოვლინებაა.

„სრული სისუსტის გამოვლინებაა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის სახით, ასეთ დროს გორდება ხოლმე გარკვეული ჭორები სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობის პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს. ამის მიზეზი არის ერთადერთი რამ, ის სისუსტე, რომელსაც ავლენს ოპოზიცია“, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები