ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მოსამართლის შეფასებისას მოხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების არა მხოლოდ რაოდენობრივი კომპონენტის, არამედ მათი რელევანტურობის გათვალისწინებაც. საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ერთეულის ფუნქცია იქნება მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება. „მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ მოქმედი მოსამართლე ვალდებული იქნება 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმოს სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას.
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა სავალდებულო კომპონენტად უნდა ითვალისწინებდეს სწავლებას ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საკითხებზე”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები