ირაკლი კობახიძე: შოლცის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოს მიმართ

გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. აქედან გამომდინარე, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა გერმანიაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე  და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეაფასა.

მისი თქმით, პრემიერს წარმატებული შეხვედრები ჰქონდა გერმანიის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

“მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის მხარდამჭერი გზავნილების მოსმენა ოლაფ შოლცის მხრიდან. ვხედავთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას, იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. გერმანიასთან ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გაღრმავდეს. გერმანიის კანცლერი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს ჩაერთონ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი. აქედან გამომდინარე, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ საქართველოში მოხდეს დეპოლარიზაცია. შოლცის ეს განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოს მიმართ”, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები