ირაკლი კობახიძე: ვაშაძე, მანჯგალაძე, ჩიხლაძე უზრდელობით გამოირჩევიან

პირდაპირ იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებასა და იმ პროცესს, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ოპოზიციური პარტიის წევრები უზრდელობით გამოირჩევიან.

„ბუნებრივია, ისინი შეურაცხყოფას ვერავის ვერ მიაყენებენ. პირდაპირ რომ დავარქვათ თავისი სახელი, ეს უბრალოდ იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. ამით გამოირჩევიან ვაშაძე, მანჯგალაძე, ჩიხლაძე… საკუთარ ლიდერს არ ჩამორჩებიან. პირველ რიგში, ეს ქვეყნისთვისაა კონტრპროდუქტიული და მათ შორის, 12 პუნქტის შესრულების პროცესისთვის. რა თქმა უნდა, პირდაპირ იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებასა და იმ პროცესს, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს „არაფრის მაქნისი მარიონეტი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები