რატომ იჩხუბეს კანდელაკმა და მელაძემ – გამგებელი ინციდენტის მიზეზს განმარტავს

გიორგი კანდელაკის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს თეთრიწყაროს გამგებელი ბესო წიკლაური აკეთებს. როგორც წიკლაური აცხადებს, ყველა ის ბრალდება, რაც ალექსანდრე მელაძეს დააკისრეს, ის, რომ ვითომ რომელიმე პარტიის წევრია და რაღაც დავალებას ასრულებდა, ეს ყველაფერი სიცრუეა.

“ჩემი ინფორმაციით, როგორც მელაძემ მითხრა, პატარა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მას ავტომანქანით გიორგი კანდელაკი დაეჯახა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. სწორედ ეს იყო კანდელაკსა და მელაძეს შორის წაკინკლავების მიზეზი”, – განაცხადა ბესო წიკლაურმა. ინციდენტი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატსა და ალექსანდრე მელაძეს შორის გუშინ საღამოს მოხდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები