საქართველოდან გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით, 90-იან წლებში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის დროებით გადაცემული 2 ფერწერული ტილო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დღეს დაუბრუნდა.

„მოცემული ექსპონატების დაბრუნების პროცედურა, 2021 წლამდე, საკუთრივ მუზეუმს არ წამოუწყია.
2021 წლის აპრილში, თეა წულუკიანის ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) უცხოეთში ან სხვადასხვა უწყებაში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მათი მუზეუმებში დაბრუნება დაიწყო.
შედეგად, 2021 წლის მაისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროს შენობაში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანის „ფასანაური“; ელენე ახვლედიანის „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძის „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძის „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძის „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძის „განდევნა“; სერგო ქობულაძის „რუსთაველი“; სერგო ქობულაძის „დანტე“; იდა ოცხელის „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდიას „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტიას „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდიას „ძველი თბილისის კუთხე“).
![]()

ასევე, 2021 წლის სექტემბერში, ეროვნულ გალერეაში დაბრუნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2010 წელს გატანილი 4 ფერწერული ტილო: ირაკლი სუთიძის „,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“.
2021 წლის ნოემბერში კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა 2003 წელს რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოდან დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები. ეს ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა შემდეგი ნამუშევრები: ბორის ფოგელის „თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერეს „ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელის „სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინის „ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიოს „ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკის „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი).
საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა შემდეგი ნამუშევრები: ბორის ფოგელის „თელავი“ (1936 წელი); ევგენი ლანსერეს „ხევსურეთი“ (1926 წელი); ბორის ფოგელის „სასულიერო სემინარია“ (1934 წელი); გრიგორი გაგარინის „ქართველი ქალები“ (1854 წელი); ლევ ლაგორიოს „ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წელი), კარლ ჟუკოვსკის „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წელი).
ასევე, 2022 წლის 19 აპრილს, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, ირანში საქართველოს საელჩოდან დაბრუნდა ექსპონატების ნაწილი. კერძოდ, 1995 წელს დროებით საექსპოზიციოდ გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან 4 ექსპონატი დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ გალერეას: დიმიტრი ხახუტაშვილის „იმერეთი“; შოთა ლეჟავას „გრემი“; ზაურ დეისაძის „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილის „შოთა რუსთაველი“.
სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.