ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს აგრძელებს

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს.

სახელმწიფო უწყებების იმ წარმომადგენლებმა, რომელთა კომპეტენციას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
„სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რაც აღნიშნულ სფეროში არსებობს.
სამუშაო ჯგუფის წევრები იმ წინადადებებსა და ნაბიჯებზე შევთანხმდით, რაც ამ მიმართულებით საქმიანობის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით მომავალში უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ. ევროკავშირის მე-6 პუნქტის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენლები შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები