მამუკა მდინარაძე: აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ საქართველო და მისი არცერთი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ ივლის დეოკუპაციის გზაზე ომის გზით.

„არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ დეოკუპაციის გზაზე არ უნდა ვიაროთ შეუქცევადად და ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ომით თუ მშვიდობით, ჩემი პასუხია – მშვიდობით. ომის კონტექსტში დეოკუპაციაზე რომ ლაპარაკობთ, ეს არის დამაზიანებელი. არათუ მე რომ ვთქვა ასეთი „სიგიჟე“, არამედ ჟურნალისტმაც რომ თქვას, არის დამაზიანებელი. ამას ისმენენ აფხაზები და ოსები და მათ უნდა იცოდნენ გარანტირებულად, რომ საქართველო და მისი არცერთი ხელისუფლება არასდროს დააპირებს დეოკუპაციის გზაზე სიარულს ომის გზით. ჩვენი დები და ძმები აფხაზები და ოსები, ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობის დათქმით და არ უნდა გადავაბათ ასე ირიბად და შეფარვით კონტექსტი საომარ მოქმედებებზე საუბრისა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები